კურსი მიზნად ისახავს ლიდერობის უნარების გაუმჯობესებას და ლიდერობის ინტეგრირებას ორგანიზაციულ სტრატეგიასთან. ასევე, აღნიშნული უნარების გამოყენებას მარკეტინგსა და გაყიდვებში. კურსი ფოკუსირებულია მართვის პრაქტიკული სტრატეგიების შემუშავებაზე და გლობალური პრაქტიკის გააზრებაზე.

კურსი განკუთვნილია როგორც უფროსი, ასევე საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, რომელთა მიზანია გააძლიერონ საკუთარი ლიდერობის შესაძლებლობები.

კურსს გაუძღვება ანო დავითულიანი, TESOL-ის სერტიფიცირებული მენტორი, მას სხვადასხვა ბიზნეს სექტორში აქვს კომერციული. მარკეტინგის და გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება.

კურსის ხანგრძლივობა:

1 თვე, 8 შეხვედრა, კვირაში 2-ჯერ

დაწყების საათი:19:30 (2 სთ)

კურსზე რეგისტრაცია გაგრძელდება 19 ოქტომბრამდე 

კურსის აღწერა:

შეხვედრა 1: ლიდერობის საფუძვლები და ორგანიზაციული სტრატეგია

  • ლიდერობის არსი და მნიშვნელობა 21-ე საუკუნეში
  • ლიდერობის თეორიები, ფორმები და ტიპები
  • ორგანიზაციული სტრატეგია/სტრატეგიული დონეები
  • ლიდერობის როლი სტრატეგიულ დაგეგმვაში

დღე 2: ლიდერობის ინტეგრირება ორგანიზაციულ სტრატეგიასთან

  • სტრატეგიული ლიდერობა და კორპორატიულ სტრატეგიასთან შესაბამისობა; (ეფექტური სტრატეგიული ლიდერობის „ქეისის“ შესწავლა)
  • ორგანიზაციული სტრატეგიების განხორციელება და ადაპტირება.

დღე 3: მარკეტინგის საფუძვლები და ლიდერობა

  • მარკეტინგის საფუძვლები, ლიდერობა მარკეტინგის სფეროში
  • ბაზრის კვლევა, ბრენდს პოზიციონირება
  • წამყვანი მარკეტინგის გუნდები
  • მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და კომუნიკაცია

დღე 4: გაყიდვების მენეჯმენტი და ლიდერობა

  • გაყიდვების საფუძვლები
  • გაყიდვების სტრატეგიები, სტრუქტურები და გუნდის დინამიკა
  • ლიდერობა გაყიდვების მენეჯმენტში
  • გაყიდვების გუნდების მართვა და მოტივაცია
  • გაყიდვების ტრენინგი და შესრულების შეფასება

დღე 5: მოტივაცია, ჯილდოები და შესრულების შეფასება

  • მოტივაციისა და ჯილდოს სისტემები
  • ეფექტური ჯილდოს სისტემების შემუშავება
  • შესრულების შეფასება და გაუმჯობესება

დღე 6: ბიუჯეტირება, პროგნოზირება და ფინანსური დაგეგმვა

  • ლიდერობა ფინანსურ დაგეგმარებაში
  • ბიუჯეტის ინტეგრირება სტრატეგიულ დაგეგმვასთან
  • ფინანსური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევის შესწავლა.
  • გაყიდვების ბიუჯეტი და პროგნოზირება
  • გაყიდვების ბიუჯეტის შექმნა და მართვა
  • პროგნოზირების მეთოდები.

დღე 7: საერთაშორისო პრაქტიკა და ლიდერთა ინტეგრაცია

  • საუკეთესო გლობალური  პრაქტიკები და სტრატეგიები
  • ლიდერობის ფუნქციების ინტეგრირება საერთაშორისო სტრატეგიებთან
  • ყოვლისმომცველი ლიდერობის მიდგომის შემუშავება

დღე 8: პროექტები და კურსის მიმოხილვა

  • ჯგუფური პროექტის პრეზენტაციები

დავალება:

  • მონაწილემ უნდა შეიმუშაოს და წარმოადგინოს ლიდერობის სტრატეგია, რომელიც აერთიანებს ორგანიზაციულ ხედვას, მარკეტინგსა და გაყიდვებს.
  • კურსი მოიცავს დამატებით დავალებებს და მასალებს განვლილი პრეზენტაციების, საკითხავი თუ სტატიების სახით.
  • კურსის დასრულების შემდეგ, გადმოგეცემათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვანი სერტიფიკატი.
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 20% ფასდაკლება.
  • სესიების ჩატარების ადგილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

გისურვებთ წარმატებებს!

რეგისტრაცია: https://forms.gle/G2aEvmYgwEPGfGtx5

კურსის ღირებულება 500 ლარი


  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 20% ფასდაკლება;
  • სასწავლო მასალები შედის სწავლის ღირებულებაში;

მიმღები ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”

ბანკის კოდი: BAGAGE22.

მიმღების დასახელება: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE55BG0000000580856578

დანიშნულებაში მიუთითეთ სიტყვა “ტრენინგი”.

მიმღები ბანკი: ს.ს “თიბისი ბანკი”

ბანკის კოდი: TBCBGE22.

მიმღების დასახელება: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE43TB7545136080100001

დანიშნულებაში მიუთითეთ სიტყვა “ტრენინგი”.


ტრენინგის ჩატარების ადგილი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2

საკონტაქტო ინფორმაცია

training@ibsu.edu.ge +995 322 800 064