200,00 

  • ხანგრძლივობა: 12 საათი
  • დაწყების თარიღი: 3 ნოემბერი
  • განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 28 ოქტომბერი
  • კურსი ტარდება მითითებულ დღეებში: სამშაბათი/ხუთშაბათი 18:00-20:00
  • სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

პროგრამაზე მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • Check Mark 50%-იანი ფასდაკლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Staff-ისა და სტუდენტებისთვის
  • Check Mark 25%-იანი ფასდაკლება: ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისათვის; სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისთვის; მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის; საქართველოს მიერ ლტოლვილის სტატუსმინიჭებული პირებისთვის.
  • Check Mark 15%-იანი ფასდაკლება: ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის; ოჯახის წევრებისთვის.
გადახდის მეთოდი
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express

სასწავლო პროგრამის მიზანია ინგლისური ენის მასწავლებლები მოამზადოს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდისათვის- Teaching Knowledge Test (TKT).  გამოცდა მოიცავს სამ მოდულს:

  • მოდული 1 – ენა და ენის სწავლება/შესწავლა;
  • მოდული 2 – გაკვეთილების დაგეგმვა და სასწავლო რესურსების შემუშავება;
  • მოდული 3 – სწავლებისა და სწავლის პროცესების მართვა;

ამ ეტაპზე, რეგისტრაცია მიმდინარეობს მე-2 მოდულზე. კურსის შინაარსი ითვალისწინებს სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში არსებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალის გაანალიზებას. მონაწილეები შეისწავლიან მასწავლებლისა და სტუდენტის მიერ გამოყენებული ენის ფუნქციურ როლს სასწავლო პროცესში, კლასის მართვის ტექნიკასა და ურთიერთობის ფორმებს. კლასის მართვის სტრატეგიების ცოდნა ხელს შეუწყობს მასწავლებელს, სწორად ჩამოაყალიბოს სწავლებისა და სწავლის მიზნები, აქტივობების მრავალფეროვნება, მოსწავლეთა დაჯგუფების სტრატეგიები, შეცდომების გასწორების ტექნიკები და მასწავლებლის მნიშვნელოვანი როლი გაკვეთილის დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპზე.

თემატიკა:

სასწავლო კურსით გათვალისწინებულია:

  • გაკვეთილის დაგეგმვა და სასწავლო პროცესისთვის რესურსების გამოყენება;
  • შეფასების დაგეგმვა;
  • სასწავლო მასალების შერჩევა და გამოყენება.

კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებისა და განვლილი საკითხების მიხედვით მომზადებული პრეზენტაციის საფუძველზე, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები – სარეკომენდაციო წერილს.

ლექტორები:

ეკატერინე ფიფია – აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ის არის აფილირებული პროფესორი განათლების მიმართულებით განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2005 წლიდან მუშაობს. მისი სამუშაო და კვლევითი გამოცდილება მოიცავს: საერთაშორისო ექსპერტი სასწავლო რესურსებისა და შეფასების ცენტრში, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; ტემპუსის ფარგლებში განხორციელებული პროგრამის განვითარების კომისიის წევრი; მკვლევარი ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტი, ამერიკის შეერთებული შტატები; ექსპერტი და ტრენერი მასწავლებელთა პროფესიულად გადამზადების სასერთიფიკატო პროგრამაში; გამსწორებელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო. ეკატერინე არის 5 წიგნისა და 27 სტატიის ავტორი. ამჟამად, ეკატერინე არის ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ხარისხის მართვის მენეჯერი განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

15%-იანი ფასდაკლება კონკრეტული ენის მომდევნო საფეხურის ან სხვა ენის არჩევის შემთხვევაში.