380,00 

  • ხანგრძლივობა: 30 აკადემიური საათი
  • დაწყების თარიღი: 2 ნოემბერი
  • განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 28 ოქტომბერი
  • კურსი ტარდება მითითებულ დღეებში: სამშაბათი/ხუთშაბათი 18:30-21:30
  • სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

პროგრამაზე მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • Check Mark 50%-იანი ფასდაკლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Staff-ისა და სტუდენტებისთვის
  • Check Mark 25%-იანი ფასდაკლება: ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისათვის; სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისთვის; მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის; საქართველოს მიერ ლტოლვილის სტატუსმინიჭებული პირებისთვის.
  • Check Mark 15%-იანი ფასდაკლება: ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის; ოჯახის წევრებისთვის.
გადახდის მეთოდი
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express

IELTS მოსამზადებელი კურსი (აკადემიური მოდული) განკუთვნილია მათთვის ვისაც სურს IELTS ტესტირებისთვის მომზადება და ინგლისურენოვან საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება. კურსი მსმენელებს შეასწავლის იმ პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს და ტექნიკებს, რაც საჭიროა სასურველი IELTS ქულის მისაღებად. ასევე, მონაწილეები გაეცნობიან IELTS გამოცდის სპეციფიკასა და სტრატეგიებს, რაც მათ დაეხმარება თვით-დაჯერებულობის ამაღლებაში. სწავლება მიმდინარეობს უახლესი მეთოდოლოგიისა და სახელმძღვანელოების გამოყენებით. კურსი მოიცავს 30 საათიან ინტენსიურ პრაქტიკას რეალურ IELTS მასალებზე და ვიდეო–აუდიო რესურსებზე დაყრდნობით.

წინაპირობა: ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

მიღება: ონლაინ ტესტი დონის დასადგენად და გასაუბრება.

თემატიკა:

სასწავლო კურსით გათვალისწინებულია:

  • IELTS–ის ოთხ ძირითად კომპონენტს: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი.
  • სასწავლო და ენობრივი უნარების განვითარებას უმაღლესი შედეგის მისაღწევად.
  • IELTS რეალურ მასალებზე დაყრდნობით მუშაობას.
  • პრაქტიკული უნარ–ჩვევების და სტრატეგიების (კითხვა, წერა, მოსმენა, საუბარი) განვითარებას.
  • ვერბალურ და წერილობით შეფასებებს პროგრესის მონიტორინგისა და შედეგების გასაუმჯობესებლად.
  • გრამატიკისა და ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებას.

კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებისა და განვლილი საკითხების მიხედვით მომზადებული პრეზენტაციის საფუძველზე, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები – სარეკომენდაციო წერილს.

ლექტორები: ნატო ფაჩუაშვილი.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • 15%-იანი ფასდაკლება კონკრეტული ენის მომდევნო საფეხურის ან სხვა ენის არჩევის შემთხვევაში.