470,00 

  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 28 სთ
  • ტრენინგის დაწყების თარიღი: 06.04.2023
  • სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

პროგრამაზე მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • Check Mark 50%-იანი ფასდაკლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Staff-ისა და სტუდენტებისთვის
  • Check Mark 25%-იანი ფასდაკლება: ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისათვის; სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისთვის; მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის; საქართველოს მიერ ლტოლვილის სტატუსმინიჭებული პირებისთვის.
  • Check Mark 15%-იანი ფასდაკლება: ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის; ოჯახის წევრებისთვის.
გადახდის მეთოდი
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express

ტრენინგის მიზანია სატრანსპორტო გადაზიდვების ძირითადი ელემენტების შესწავლა, რომლის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება შესაბამისი ცოდნა, იმუშაოს სატრანსპორტო კომპანიებში, განახორციელოს იმპორტ-ექსპორტის ორგანიზება, რაც მოიცავს კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობას, ტარიფების მომზადებას, შეკვეთების განთავსებას, ტრანსპორტის შერჩევას, ტვირთის მონიტორინგსა და საბუთების გაკონტროლებას, აგრეთვე განბაჟებისა და შიდა გადაზიდვის ორგანიზებას.

ტრენინგის თემატიკა:

სასწავლო კურსით გათვალისწინებულია:

  • ლოჯისტიკა – სასაწყობე მეურნება; საბაჟო საწყობი; არასაბაჟო – დროებითი შენახვის საწყობი; ტვირთის დასაწყობების და დეკლარირების საკითხები;
  • საერთაშორისო გადაზიდვები: ზოგადი პრინციპები, ტრანსპორტის სახეები, კომბინირებული გადაზიდვები; საზღვაო, სახმელეთო და საავიაციო გადაზიდვის ზოგადი მიმოხილვა, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის ტიპები. პრივილეგიები და ნაკლოვანებები; სატრანსპორტო ტერმინოლოგია, დოკუმენტაცია. საზღვაო და საჰაერო გადაზიდვის გეოგრაფია (IATA Area and zones)
  • ტვირთის ცნება. ტვირთის კატეგორია. კოდები და აბრევიატურა. გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთი, გაბარიტის გამოთვლის მეთოდები; ასანაზღაურებელი წონის დაანგარიშება;
  • ტვირთის გადაზიდვა საზღვაო ტრანსპორტით; ხომალდის სახეობები; კონტეინერების ტიპები; ზოგადი გეოდრაფია;
  • ტვირთის გადაზიდვა საზღვაო ტრანსპორტით (გაგრძელება) საზღვაო სატრანსპორტო დოკუმენტაცია;
  • ტვირთის გადაზიდვა სახმელეთო ტრანსპორტით; ხამელეთო ტრანსპორტის სახეობები; რეგულაციები; დოკუმენტაცია TIR CARNET;
  • ავიაგადაზიდვები: ავიაკომპანიები, მათი ორნიშნა და სამნიშნა კოდები; (IATA coding and decoding of the airlines) საერთაშორისო აეროპორტები და აეროპორტის კოდები (IATA coding and decoding of the airports) საჰაერო ხომალდების ტიპები(დეტალური დახასიათება) , ტვირთამწეობა, საბარგულის ზომები. ტვირთის შეფუთვის მაქსიმაული ზომები; Loading Charts;
  • სახიფათო ტვირთების რეგულაცია: სახიფათო ტვირთის განსაზღვრება; სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია; იდენტიფიკაცია; სახიფათო ტვირთების დოკუმენტაცია -Dangerous Goods Declaration;
  • სახიფათო ტვირთის შეფუთვა (IATA certified packaging) სახიფათო ტვირთების მარკირება და ჰენდლინგი;რადიაქტიური ტვირთები;
  • ცოცხალი ცხოველების რეგულაციები- LAR: ცოცხალი ცხოველების მეცნიერული და ზოგადი კლასიფიკაცია; კონტეინერის ტიპები; ცოცხალი ცხოველების გადაზიდვის დოკუმენტაცია; იმპორტის და ექსპორტის ნებართვები; CITES; Shipper’s certification of live animals; მარკირება; გადამზიდის, სატრანსპორტო აგენტის და ტვირთგამგზავნის(მიმღების) პასუხისმგებლობა.
  • სატრანპორტო აგენტი: ფუნქციები და მოვალეობები; კონსოლიდატორი და ბრიიქ-ბალკ აგენტი;
  • დამკვეთებთან(მიმღებებთან) ურთიერთობა; ფსიქოლოგიური მომენტი კლიენტთან ურთიერთობისას; სწორი სასაუბრო ტაქტიკის შერჩევა. შეკვეთის მიღება ;SLI- ინფორმაცია ტვირთზე.
  • ექსპორტი: ტრანსპორტირების დაგეგმვა და გრაფიკი: ტვირთის აღება, დროებითი შენახვის საწყობში დასაწყობება; გადაზიდვის მარშრუტის შერჩევა, თვითმფრინავის ტიპის და ავიაკომპანიის სწორად შერჩევა, ავიაკომპანიის განრიგი; ტვირთის დაჯავშნა ავიკომპანიის რეისზე, ტრანსპორტირების მონიტორინგი (Track and Tracing); ტვირთის გადაზიდვის პირობების გათვალისწინებით ტვირთის გამგზავნისა და მიმღების პასუხისნგებლობა-ვალდებულებების გამიჯვნა; ტარიფიკაცია: გადამზიდის მიერ მოწოდებული ტარიფიკაციის სწორი დაანგარიშება; სატერმინალო და ადგილობრივი გადაზიდვის ხარჯები;ფასნამატის,ფასშეთანხმების და დათვლის წესები და კლიენტთან შეთანხმება; დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვები და ნულოვანი დღგ; საქესპორტო დოკუმენტაცია; საბაჟო დეკლარირების საკითხების შეთანხმება ტვირთგამგზავნთან.მომსახურების დასრულება, POD.
  • იმპორტი: ურთოერთობა დამკვეთთან, ინფორმაცია ტვირთზე; ურთიერთობა აგენტთან და ფასშეთანხმება. გადაზიდვის და გადახდის პირობების შეთანხმება დამკვეთთან; ხარჯების კონსოლიდაცია; შეკვეთის მიღება ; ჩამოსული ტვირთის მომსახურება სატვირთო ტერმინალში;
  • კარიდან კარამდე ტრანსპორტირება;
  • ტრანზიტული ტვირთის მომსახურება;
  • მარკეტინგი;
  • სატვირთო ტერმინალი: ფუნქციები, ვალდებულებები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; სატვირთო ტერმინალი – როგორც ავიაკომპანიის გენერალური ჰენდლინგ აგენტი – უფლებები და მოვალეობები; სწორი ურთიერთობა სატვირთო ტერმინალთან.
  • ტვირთის საბაჟო გაფორმება.საერთაშორისო სასაქონლო კოდები HS code; INCOTERMS; მყიდველის,გამყიდველის და სატრანსპორტო აგენტის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები; გადამზიდის პასუხისმგებლობა .დაზღვევა.

კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებისა და განვლილი საკითხების მიხედვით მომზადებული პრეზენტაციის საფუძველზე, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები – სარეკომენდაციო წერილს.