450,00 

  • ხანგრძლივობა: 45 აკადემიური საათი
  • დაწყების თარიღი: 2 ნოემბერი
  • განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 28 ოქტომბერი
  • სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

პროგრამაზე მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • Check Mark 50%-იანი ფასდაკლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Staff-ისა და სტუდენტებისთვის
  • Check Mark 25%-იანი ფასდაკლება: ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისათვის; სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისთვის; მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის; საქართველოს მიერ ლტოლვილის სტატუსმინიჭებული პირებისთვის.
  • Check Mark 15%-იანი ფასდაკლება: ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის; ოჯახის წევრებისთვის.
გადახდის მეთოდი
  • Visa Card
  • MasterCard
  • American Express

ზოგადი ინგლისური ენის კურსი გათვლილია მსმენელებზე, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ თავიანთი სამეტყველო უნარები და მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი. კურსი იდეალური საშუალებაა იმ მსმენელთათვის, რომლებსაც სურთ, უფრო თავდაჯერებულად და თავისუფლად ილაპარაკონ პრაქტიკულ სიტუაციებში გამოსაყენებელ ინგლისურ ენაზე და შეიძინონ პირად და პროფესიონალურ ცხოვრებაში საჭირო უნარ-ჩვევები. კურსი უზრუნველყოფს აზროვნების მასტიმულირებელ და გამიზნულ მიდგომას ინგლისური ენის შესწავლის თვალსაზრისით. იგი აგებულია ისეთი თემების ირგვლივ, რომლებიც ხელს უწყობენ დისკუსიებსა და დებატებს, კონცენტრირებული არიან თითოეული კომუნიკაციური უნარის (გრამატიკა, სიტყვების მარაგი, გამოთქმა, მოსმენა, კითხვა, წერა და მეტყველება) დაბალანსებულ განვითარებაზე. ინგლისური ენის სწავლება ხდება საერთო ევროპული კომპეტენციების ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად A1-C1 დონეებზე და მიზნად ისახავს აღჭურვოს მოსწავლე XXI საუკუნისათვის აუცილებელი უნარებით. იგი აგრეთვე შეიცავს ფართო აუდიო და ვიდეორესურსებს, რომლებიც გამოიყენება ინტერაქტიული ინტერნეტ-პლატფორმის მეშვეობით როგორც სასწავლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ:

დაამყარონ მათი სასწავლო დონის შესაბამისი სამეტყველო და წერილობითი კომუნიკაცია;

თავისუფლად და თავდაჯერებულად გამოხატონ თვალსაზრისი;

გამოიყენონ სასწავლო დონის შესაბამისი სიტყვები და გრამატიკული სტრუქტურები;

გამოიყენონ სტანდარტული გამოთქმა და ინტონაცია ლაპარაკის დროს;

დასვან შეკითხვა ნებისმიერი საკითხის ირგვლივ; მონაწილეობა მიიღონ საუბრებში.

ჯგუფები დაკომპლექტდება სასურველი დონეების მიხედვით (A1-C1)

მიღების პრინციპი: რეგისტრაციის გავლის შემდგომ ონლაინ ტესტირების მეშვეობით მოხდება სასწავლო დონეზე განაწილება.

ლექტორები: გიორგი შადური, მერი იობიძე, ნატო ფაჩუაშვილი.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • 15%-იანი ფასდაკლება კონკრეტული ენის მომდევნო საფეხურის ან სხვა ენის არჩევის შემთხვევაში.