ტრენინგის მიზანია, სატრანსპორტო გადაზიდვების და განბაჟების ძირითადი ელემენტების შესწავლა. აღნიშნული ცოდნის საფუძველზე, ტრენინგის მსმენელებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ სატრანსპორტო კომპანიებში და იმუშაონ იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით, რაც მოიცავს: ტარიფების მომზადებას, შეკვეთების განთავსებას, ტრანსპორტის შერჩევას, ტვირთის და დოკუმენტაციის მონიტორინგს, განბაჟებისა და შიდა გადაზიდვის ორგანიზებას და სხვა.

კურსი ჩატარდება შერეული წესით, დასწრებით და დისტანციურად (offline/online)

ტრენერები:

ირინე მელაშვილი – საერთაშორისო ავია სატვირთო გადაზიდვების კომპანიის Cargostar-IM“-ს დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი.

ნათია ზოიძე – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს წამყვანი ანალიტიკოსი.

კურსის განრიგი:

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი
  • დღე ორშაბათი/პარასკევი
  • საათი 19:00 – (ხანგრძლივობა 2 სთ)
  • 15 შეხვედრა, 8 კვირას

თემატიკა:

  • ლოჯისტიკა – სასაწყობე მეურნეობა; საბაჟო საწყობი; არასაბაჟო
  • დროებითი შენახვის საწყობი; ტვირთის დასაწყობების და დეკლარირების საკითხები
  • საერთაშორისო გადაზიდვები: ზოგადი პრინციპები, ტრანსპორტის სახეები
  • კომბინირებული გადაზიდვები
  • ტვირთის ცნება. ტვირთის კატეგორია. კოდები და აბრევიატურა
  • გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთი
  • ტვირთის გადაზიდვა საზღვაო ტრანსპორტით; დოკუმენტაცია
  • ტვირთის გადაზიდვა სახმელეთო ტრანსპორტით; რეგულაციები
  • დოკუმენტაცია TIR CARNET
  • ავიაგადაზიდვები: ავიაკომპანიები, ხომალდის სახეები, Loading
  • charts;დოკუმენტაცია
  • სახიფათო ტვირთების რეგულაცია
  • ცოცხალი ცხოველების რეგულაციები- LAR
  • ექსპორტი
  • იმპორტი
  • კარიდან კარამდე ტრანსპორტირება
  • ტრანზიტული ტვირთის მომსახურება
  • სატვირთო ტერმინალი: ფუნქციები და ვალდებულებები
  • მარკეტინგი
  • ტვირთის საბაჟო გაფორმება.საერთაშორისო სასაქონლო კოდები, პასუხისმგებლობა და ვალდებულებები; დაზღვევა.
  • ზოგადი საბაჟო რეგულაციები
  • ASYCUDA – eCustoms – ში დეკლარაციის და შიდა გადაადგილების – აღრიცხვის მოწმობის, შევსების წესი, რეგისტრაცია და შეფასება
  • საფოსტო გზავნილების საბაჟო რეგულაციები
  • დამატებით შეისწავლით საფოსტო გზავნილებისთვის, საბაჟო დეკლარაციი ფორმა #4-ის შევსების და გადაგზავნის წესს (შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან RS.GE).

სერტიფიკატიკურსის დასრულების შემდეგ, განვლილი მასალის შეჯამების საფუძველზე, თქვენ გადმოგეცემათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვანი სერტიფიკატი.

გისურვებთ წარმატებებს!

გაიარე რეგისტრაცია https://forms.gle/zHrJysLzrREpSQTL6

პროგრამის ღირებულება შეადგენს 550 ლარს.  თანხის გადახდა ხდება ტრენინგის დაწყებამდე.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 20% ფასდაკლება;
  • სასწავლო მასალები შედის სწავლის ღირებულებაში;

მიმღები ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”

ბანკის კოდი: BAGAGE22.

მიმღების დასახელება: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE55BG0000000580856578

დანიშნულებაში მიუთითეთ სიტყვა “ტრენინგი”.

მიმღები ბანკი: ს.ს “თიბისი ბანკი”

ბანკის კოდი: TBCBGE22.

მიმღების დასახელება: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE43TB7545136080100001

დანიშნულებაში მიუთითეთ სიტყვა “ტრენინგი”.


ტრენინგის ჩატარების ადგილი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2

საკონტაქტო ინფორმაცია

training@ibsu.edu.ge +995 322 800 064