შრომის სამართალი
კურსის მიზანი:
გაანალიზებულ იქნას შრომით ურთიერთობებში არსებული პრაქტიკული პრობლემები. კერძოდ, გაანალიზდება შრომის ხელშეკრულების დადების, მხარეთა უფლება-მოვალეობების, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტასა და სასამართლოში უფლებების დაცვის საკანონმდებლო მოწესრიგების საკითხები. თითოეული თემა შეფასდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი ტენდენციების გათვალისწინებით.
სწავლის შედეგები:
მსმენელთა დეტალური ინფორმირება შრომის სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე. ამ თვალსაზრისით, უმთავრესი შედეგი, რაც კურსის დასრულების შემდეგ მიიღწევა არის ის, რომ მონაწილეები სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით გაანალიზებენ პრაქტიკაში არსებულ საკითხებს.