სტამბოლის კონვენცია და საქართველო
პროექტ ,,მოხალისეს” ფარგლებში IBSU-ს სტუდენტებისთვის ჩატარდა შეხვედრა თემაზე „სტამბოლის კონვენცია და საქართველო”, რომელსაც გაუძღვა მარიამ მღებრიშვილი, სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. თემით “სტამბოლის კონვეცია – საუკეთესო სტანდარტი თუ იდეოლოგია – საქართველოს მაგალითი” მარიამმა პირველი ადგილი დაიკავა იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში. პროექტი ,,მოხალისე” შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რამდენიმე წელია ხორციელდება და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს გაუზიარონ.