ტრენინგის მიზანია, სატრანსპორტო გადაზიდვების და განბაჟების ძირითადი ელემენტების შესწავლა. აღნიშნული ცოდნის საფუძველზე, ტრენინგის მსმენელებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ სატრანსპორტო კომპანიებში და იმუშაონ იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით, რაც მოიცავს: ტარიფების მომზადებას, შეკვეთების განთავსებას, ტრანსპორტის შერჩევას, ტვირთის და დოკუმენტაციის მონიტორინგს, განბაჟებისა და შიდა გადაზიდვის ორგანიზებას და სხვა.
კურსი ჩატარდება შერეული წესით, დასწრებით და დისტანციურად (offline/online)
ტრენერები:
ირინე მელაშვილი – საერთაშორისო ავია სატვირთო გადაზიდვების კომპანიის Cargostar-IM“-ს დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი.
ნათია ზოიძე – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს წამყვანი ანალიტიკოსი.
კურსის განრიგი:
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი
- დღე ორშაბათი/პარასკევი
- საათი 19:00 – (ხანგრძლივობა 2 სთ)
- 15 შეხვედრა, 8 კვირას
თემატიკა:
- ლოჯისტიკა – სასაწყობე მეურნეობა; საბაჟო საწყობი; არასაბაჟო
- დროებითი შენახვის საწყობი; ტვირთის დასაწყობების და დეკლარირების საკითხები
- საერთაშორისო გადაზიდვები: ზოგადი პრინციპები, ტრანსპორტის სახეები
- კომბინირებული გადაზიდვები
- ტვირთის ცნება. ტვირთის კატეგორია. კოდები და აბრევიატურა
- გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთი
- ტვირთის გადაზიდვა საზღვაო ტრანსპორტით; დოკუმენტაცია
- ტვირთის გადაზიდვა სახმელეთო ტრანსპორტით; რეგულაციები
- დოკუმენტაცია TIR CARNET
- ავიაგადაზიდვები: ავიაკომპანიები, ხომალდის სახეები, Loading
- charts;დოკუმენტაცია
- სახიფათო ტვირთების რეგულაცია
- ცოცხალი ცხოველების რეგულაციები- LAR
- ექსპორტი
- იმპორტი
- კარიდან კარამდე ტრანსპორტირება
- ტრანზიტული ტვირთის მომსახურება
- სატვირთო ტერმინალი: ფუნქციები და ვალდებულებები
- მარკეტინგი
- ტვირთის საბაჟო გაფორმება.საერთაშორისო სასაქონლო კოდები, პასუხისმგებლობა და ვალდებულებები; დაზღვევა.
- ზოგადი საბაჟო რეგულაციები
- ASYCUDA – eCustoms – ში დეკლარაციის და შიდა გადაადგილების – აღრიცხვის მოწმობის, შევსების წესი, რეგისტრაცია და შეფასება
- საფოსტო გზავნილების საბაჟო რეგულაციები
- დამატებით შეისწავლით საფოსტო გზავნილებისთვის, საბაჟო დეკლარაციი ფორმა #4-ის შევსების და გადაგზავნის წესს (შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან RS.GE).
სერტიფიკატი – კურსის დასრულების შემდეგ, განვლილი მასალის შეჯამების საფუძველზე, თქვენ გადმოგეცემათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვანი სერტიფიკატი.
გისურვებთ წარმატებებს!
გაიარე რეგისტრაცია https://forms.gle/zHrJysLzrREpSQTL6
პროგრამის ღირებულება შეადგენს 550 ლარს. თანხის გადახდა ხდება ტრენინგის დაწყებამდე.
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 20% ფასდაკლება;
- სასწავლო მასალები შედის სწავლის ღირებულებაში;
მიმღები ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”
ბანკის კოდი: BAGAGE22.
მიმღების დასახელება: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE55BG0000000580856578
დანიშნულებაში მიუთითეთ სიტყვა “ტრენინგი”.
მიმღები ბანკი: ს.ს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი: TBCBGE22.
მიმღების დასახელება: შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE43TB7545136080100001
დანიშნულებაში მიუთითეთ სიტყვა “ტრენინგი”.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2
საკონტაქტო ინფორმაცია:
training@ibsu.edu.ge +995 322 800 064