შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და დაზღვევის ჰაბს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელისმომწერი მხარეების აზრთა ერთობლიობის შედეგად, ხელი შეეწყობა სადაზღვევო საქმიანობის სწავლებას თანამედროვე მოთხოვნებითა და მიდგომებით.
მემორანდუმს ხელი მოაწერა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ექრემ დინდაროლმა და დაზღვევის განათლების ჰაბის სახელით გიორგი ჩაჩუამ.
წინამდებარე მემორანდუმის მიზნებისათვის, სადაზღვევო საქმიანობის სწავლება განხორციელდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის ბაზაზე.