USAID-ის შუა დერეფნის ტრანსპორტის და ლოგისტიკის პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გთავაზობთ ტრენინგებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებით დაინტერესებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის.

მონაწილეები გაეცნობიან საკონტეინერო გადაზიდვების ინდუსტრიასა და მის პერსპექტივებს. ასევე, მიიღებენ ინფორმაციას სახიფათო ტვირთების უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის შესახებ.

ჩატარდება ორი პრეზენტაცია:

ა. საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების საფუძვლები

პრეზენტაცია განკუთვნილია სტუდენტებისათვის, რომლებსაც აინტერესებთ საკონტეინერო გადაზიდვები და მათი განვითარების პერსპექტივა საქართველოში. ახალგაზრდები გაეცნობიან ამ ინდუსტრიის თავისებურებებს, ასევე დასაქმების შესაძლებლობებს ქართულ და საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებში.

განსახილველი საკითხები:

  1. საკონტეინერო ხაზების შექმნის ისტორია;
  2. საკონტეინერო გემების ზომები და განვითარება;
  3. კონტეინერების სახეობები;
  4. ბათუმისა და ფოთის პორტების ისტორია;
  5. საკონტეინერო ხაზების სტატისტიკა საქართველოში;
  6. მსოფლიო სავაჭრო გზების განვითარება;
  7. მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, თანამედროვე ტრენდები;
  8. მოქმედი საზღვაო ალიანსები და მათი მნიშვნელობა.

ბ. საშიში ტვირთების მართვა დამწყებთათვის

პრეზენტაცია განკუთვნილია მათთვის, ვინც ახლახან დაიწყო მუშაობა ლოგისტიკის, გადაზიდვებისა ან სხვა მომიჯნავე სფეროში. მონაწილეები გაეცნობიან სახიფათო ტვირთების მართვისა და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკას.

განსახილველი საკითხები:

  1. საშიში ტვირთების კატეგორიების და კლასიფიკაციის საფუძვლები;
  2.  საერთაშორისო რეგულაციები (IMDG Code, ADR, და სხვ.);
  3.  შეფუთვის, მარკირების და ეტიკეტირების წესები;
  4.  დოკუმენტაციის მართვის პროცედურები;
  5.  უსაფრთხოების ზომები და რისკების მართვა;
  6. საშიში ტვირთებთან მუშაობის პრაქტიკა: რა შეიძლება მოხდეს, თუ IMDG კოდექსი არ იქნება დაცული.

დასწრება თავისუფალია

რეგისტრაცია: https://forms.gle/23FwhSrBvidLzWxu8