კრიზისული და რისკის კომუნიკაცია, რეპუტაციის მართვის ძირითადი პრინციპები

პროგრამის მიზანს წარმოადგენს თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესში კრიზის, რისკის კომუნიკაციის ტიპების, ეტაპების, პრევენციისა და რეაგირების ფორმების, ასევე რეპუტაციის მართვისა და აღდგენის ძირითადი პრინციპების თანამედროვე, უახლესი და ტრადიციული მიდგომების და მეთოდების შესახებ ძირითადი, არსებითი ინფორმაციის მიწოდება მსმენელებისათვის, საკვანძო უნარებისა და ჩვევების შეძენა თუ გაუმჯობესება კურსის პრაქტიკული ნაწილის საფუძველზე.

სწავლის შედეგები:
მსმენელები გაეცნობიან სტრატეგიული კომუნიკაციის/საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში რისკისა და კრიზისული კომუნიკაციის მართვის ფორმებს, დიაგნოსტირების გზებს, ძირითად ტიპებს, პრევენციულ და პროაქტიულ მიდგომებს. რეპუტაციის მართვისა და აღდგენის საფუძვლებს, მეთოდებს და აპრობირებულ ტექნიკებს. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია იქნება პრაქტიკული და რეალურ სამუშაო პროცესში ადვილად გამოყენებადი.

დასაქმების სფეროები:

კურსის წარმატებით დასრულების შედეგად მსმენელს ექნება ცოდნა და უნარები საჯარო, კერძო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართლებით დასაქმებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად ყველა ორგანიზაციას ესაჭიროება კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, დასაქმების არეალი და პერსპექტივები საკმაოდ დიდია.