ირინე მელაშვილი

ტრენერი: ირინე მელაშვილი

ირინე მელაშვილი პროფესიით არის პედაგოგი, დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.2003 წლიდან ირინე მელაშვილი პროფესიულ განათლებას იღებდა საზღვარგარეთ საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პროფილით. 2003-2005 წლებში მან გაირა სწავლება მოსკოვის უმაღლესი სკოლა „ავიაბიზნესში“ და მიიღო დიპლომები “Cargos Introdusctory Course” და “Dangerous Goods Regulations” კურსში.

2002-2011 წლებში ირინე მელაშვილი მუშაობდა სატვირთო ტერმინალ „ლასარეში“ სატვირთო გაზიდვების განყოფილების უფროსად. ასევე ამავე პერიოდში შეთავსებით იყო ავიაკომპანია „ავსტრიის ავიახაზების“ და
ავიაკომპანია „ჩეხეთის ავიახაზების“ სატვირთო გადაზიდვების გაყიდვების მენეჯერი. ასევე შეთავსებით მუშაობდა კომპანია „ევრაზია კარგოში“ კომერციული დირექტორის თანამდებობაზე 2010-2011 წლებში იყო გენრალური დირექტორი კომპანია „კამარა კარგოში“. 2011 წლის იანვრიდან დღემდე ირინე მელაშვლი არის სატრანსპორტო კომპანიის -შპს „კარგოსტარ-IM” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობს 2012 წლიდან და ატარებს ტრენინგს – „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვბი და ლოჯისტიკა“