გიორგი ტრაპაიძე
ტრენერი: გიორგი ტრაპაიძე
გიორგი ტრაპაიძე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსია, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ უმსხვილეს კერძო კომპანიას 6000-ზე მეტი თანამშრომლით. ის კომპანიაში 2010 წლიდან მუშაობს. მანამდე ის მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დემარტამენტში.
მან დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის „გენდერული თანასწორობის აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა“. ის ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრის ხარისხს საჯარო ადმინისტრირებაში და აგრეთვე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ბუღალტერიის, აუდიტის და კონტროლის მიმართულებით. გიორგი ტრაპაიძე არის ასევე „ჯანდაცვასა და უსაფრთხოებაში“ პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ინსტიტუტის (IOSH) საერთაშორისო პროგრამის სერტიფიცირებული ექსპერტი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაუძღვება ადამიანური რესურსების (HR) მართვის ტრენინგს.