ვაკო გეგიძის საჯარო ლექცია: გაყიდვებში ხშირად დაშვებული შეცდომები

28 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობდა “IBSU Training Center-ის” ტრენერს, ვაკო გეგიძეს.
შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ “გაყიდვებში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები”.

ვაკო გეგიძე 2014 წლიდან დღემდე გახლავთ სადაზღვევო კომპანია „Imedi L-ის ” სააგენტო ქსელის უფროსი; 2013 – 2014 წლებში „Fit Media-ს” კომერციული დირექტორი; 2011-2012 წლებში ტრენინგ – ცენტრი “11 Solutions-ის” გაყიდვების მენეჯმენტის ტრენერი; 2007 – 2008 წლებში ონლაინ გაყიდვების ხელმძღვანელი კომპანია „Pharmacy Online-ში”; 2015 წლიდან “IBSU Training Center-ის” ტრენერი.

საჯარო ლექციაზე ვაკო გეგიძემ ისაუბრა იმ ძირითად 16 შეცდომაზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად უშვებენ გაყიდვებში და როგორ ავაცილოთ მათ თავი. რას ვყიდით? ვისზე და როდის ვყიდით? რატომ ვყიდით? – ეს არის ის კითხვები, რომლებიც დეტალურად იყო განხილული შეხვედრაზე, ვინაიდან გააზრებული გვქონდეს თუ რა არის ჩვენი ძირითადი მიზანი. შეხვედრის ბოლოს კი რჩევით მიმართა დამსწრე საზოგადოებას თუ როგორ შევძლოთ შეცდომებზე მუშაობა და როგორ ვისწრაფვოდეთ ვომუდმივი განვითარებისაკენ.

შეხვედრაზე, რომელმაც ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა კითხვით მიემართათ ბატონ ვაკოსათვის და მიეღოთ ამომწურავი პასუხი.

IBSU Training Center

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი