ტრენინგი დამწყებ ტრენერთათვის (TOT)

ტრენინგის შესახებ:

ნებისმიერ ორგანიზაციაში მეტად აქტუალურია  თანამშრომელთა პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე ზრუნვა,  ხოლო ტრენინგის გარეშე მსგავსი აქტივობა წარმოუდგენელია. ტრენერზე და მისი საქმიანობის ხარისხზეა დამოკიდებული ტრენინგ-მოდულის წარმატება. სწორად შერჩეული აქტივობები, ინფორმაციის გადაცემის მეთოდები, ტრენინგის წარმართვის სპეციფიკის ცოდნა და გათვალისწინება, სწავლისათვის ხელისშემწყობი გარემოს შექმნა– ის ფაქტორებია, რაც ტრენინგის წარმატებას უზრუნველყოფს.

თუ გსურთ ტრენერობა და ჯერ არ ფლობთ რაიმე კომპეტენციას სპეციალობაში,  ჩვენი კურსი დაგეხმარებათ ტრენერობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევების  და ცოდნის მიღებაში.

ტრენინგისმიზანია:

დამწყებ ტრენერთათვის ტრენინგებისდაგეგმვისადაწარმართვისათვისსაჭიროცოდნისშეძენადაშესაბამისიუნარებისგანვითარება.

ტრენინგისთემები:

·         ზრდასრულთასწავლებისძირითადიპრინციპები

·         ტრენინგის  ციკლი: დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება;

·         ტრენინგისსტრუქტურა;

·         აუდიტორიის მოტივირების ტექნიკები;

·         ტრენერების მიერ  ხშირად დაშვებული შეცდომები

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება:

·         შეისწავლოს სამიზნე აუდიტორია და მისი საჭიროებები.

·         მოამზადოს პროგრამა და გაწეროს დროში,

·          დაგეგმოს სესიები,

·          მოახდინოს ეფექტური უკუკავშირი და თვითშეფასება,

·          მართოს გუნდი

·          მართოს დრო.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ: 

·         რა არის ტრენინგი და მისი სპეციფიკა;

·         ტრენინგთან  დაკავშირებული სირთულეები;

·         ტრენინგისგეგმის აგება, გეგმის პრეზენაცია;

·         სამიზნე აუდიტორიის შერჩევა და მისი კვლევა;

·         ტრენინგ-პროგრამის შექმნა, ტრენინგ მოდულის და კურსის სტრუქტურის შემუშავება, დროში გაწერა;

·         გუნდის მართვა და დინამიკა;

·         რა თვისებებს უნდა ფლობდეს ტრენერი;

·         ტრენინგი, მისი ტიპები, გამოყენებული აქტივობები და მეთოდები;

·         ლიდერი და ლიდერობა.

ტრენერიმაია ლაპიაშვილი

ათასწლეული გამოწვევის ფონდი-საქართველო (MCA –Georgia) – სკოლის დირექტორების გადამზადების პროგრამის  „ლიდერობის აკადემია“ ტრენინგ-მოდულების „ადამიანური რესურსების მართვა“, „სასწავლო თემის განვითარება“ ავტორი ;

მასწავლებლის სახლის ტრენერთა სკოლის ტრენერი;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების მართვის პროგრამის ტრენერი (2012 -2015 წწ);

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.

ტრენინგის ღირებულება: 280 ლარი

ტრენინგი სდაწყები სთარიღი: 23 სექტემბერი

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 21 სექტემბერი

ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: შაბათი/კვირა: 11:00-17:00სთ. (შესვენება ყავა/ჩაით)

სასწავლო მასალები უფასოა, შედის  სწავლის ღირებულებაში. კურსების გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

საბანკო რეკვიზიტები:

შპს “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი”

  • ს.ს. „თიბისი“ ბანკი
  • კოდი: GE52TB7505036080100001
  • საიდ. კოდი: 229 275 405

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, ყოველი მომდევნო ტრენინგი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით;
  • ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით;
  • ოჯახის წევრებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

კურსზე რეგისტრაცია

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი”
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე 13-ეკმ, 2,
თბილისი 0131
tel/faqsi: (+995 32) 59 50 05/06 (120)
mob: (+995) 558 000 518
e-mail: training@ibsu.edu.ge
Facebook: httpss://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge

IBSU Training Center

საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი