სტრატეგიული კომუნიკაციები

კურსი შექმნილია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში პასუხისმგებლობა აკისრიათ სამიზნე აუდიტორიასთან ჯეროვან კომუნიკაციაზე. ტრენინგი განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისთვისაც მთავარი გამოწვევა რთული ორგანიზაციული პოლიტიკის, ახალი იდეებისა თუ კომპლექსური რეფორმების შესახებ აუდიტორიის ეფექტიანი ინფორმირება, დარწმუნება და მათი მხარდაჭერის მოპოვება წარმოადგენს.

ტრენინგის შედეგად:

  • მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ცოდნას;
  • იქნებით თანამონაწილე რეალური სიმულაციური სიტუაციებისა;
  • მიიღებთ კონსულტაციას გამოცდილი პროფესიონალებისგან ტრენინგის დასრულების შემდეგაც;
  • იქნებით ჩვენი უნივერსიტეტის სრულუფლებიანი წევრი და მონაწილე ყველა დაგეგმილი დისკუსიისა თუ ლექციისა, რომლის შესახებაც ინფორმაცია მოგეწოდებათ მეილის საშუალებით.

ტრენინგის თემატიკა:

  • როგორ შევიმუშაოთ საკომუნიკაციო მიზნები და დავარწმუნოთ მენეჯმენტი მათი განხორციელების აუცილებლობაში;
  • კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიის შექმნა;
  • განსხვავება კომუნიკაციის სტრატეგიასა და PR-ის გეგმას შორის;
  • როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ „სტრატკომის“ ეფექტიანი კამპანია საკომუნიკაციო ეფექტის მისაღებად;
  • დამარწმუნებელი არგუმენტების პირამიდის აგების ტექნიკა;
  • სამიზნე აუდიტორიის შესწავლა ეფექტიანი გზავნილების შემუშავების მიზნით;
  • „შეტყობინების მანიპულაციის“ გამოყენება;
  • „კრიზისის კომუნიკაციის“ გეგმა;
  • სოციალური ქლესების ფეროვანი მართვა სამიზნე აუდიტორიის ინფორმირებულობისა და დარწმუნების მიზნით;
  • ეფექტიანი კამპანიის დაგეგმვა სოციალური ქსელის გამოყენებიტ;
  • შაბლონური და რთულად საკითხავი ტექსტების ჩანაცვლება მარტივად გასაგები და დამარწმუნებელი არგუმენტების გამოყენებით.

ტრენერები:

მარი კევლიშვილი

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, სოციალური მედიის მენეჯერი, რეკლამის ანალიტიკოსი, ტრენერი. სარეკლამო კომპანია Falcon-ის დამფუძნებელი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების პოლიტიკისა და დაგეგმვის განყოფილების უფროსი. “ჩემი პროფილის კარი მუდამ ღიაა სტუმრებისთვის და ბევრად მეტს ამბობს ჩემზე, ვიდრე აქ დაწერილი ნებისმიერი რამ. ეწვიეთ, დამიმეგობრდით.” www.fb.com/KevlishviliMK

დავით ძიძიშვილი

მედიის კვლევის დოქტორანტი, საზოგადოებრივი ურთიერთობათა მაგისტრი. ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების დაგეგმვის სფეროში (საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ტრენერი. ავტორი კურსისა “ჰიბრიდული ომი და მისგან მომდინარე საფრთხეები”. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების განყოფილების უფროსი.  სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს მოწვეული ტრენერი.

გიორგი მოლოდინი

პოლიტოლოგიის სპეციალისტი, მედია-მენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის მაგისტრი, ააიპ “რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუსის დამფუძნებელი”, საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მომდინარე საფრთხეების შესახებ ანალიტიკური პუბლიკაციების ავტორი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი. ამჟამად, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. განსაკუთრებული ინტერესის სფეროებია: სიანფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები, სტრატეგიული კომუნიკაციები და კრიზისის კომუნიკაცია.

ერეკლე შუბითიძე

პოლიტოლოგიის, რუსეთის და ცენტრალური ევრაზიის, კომუნიკაციების და გეოგრაფიის სპეციალისტი. პოლიტიკის და საინფორმაციო გარემოს ანალიტიკოსი, „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ მოწვეული ტრენერი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 სთ.

ტრენინგის ღირებულება:  320 ლარი  (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად)

ტრენინგის დაწყების თარიღია: 25 სექტემბერი

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 22 სექტემბერი

ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათი/ხუთშაბათი/შაბათი: 19:00 – 22:00 სთ.

საბანკო რეკვიზიტები:

ს.ს. „თიბისი“ ბანკი

კოდი: GE52TB7505036080100001

საიდ. კოდი: 229 275 405

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის ყოველი მომდევნო ტრენინგი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით;
  • ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით;
  • ოჯახის წევრებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

კურსზე რეგისტრაცია

“IBSU Training Center”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13km, 2,Tbilisi 0131
tel/faqsi: (+995 32) 59 50 05/06 (120)
mob: (+995) 558 000 518
e-mail: training@ibsu.edu.ge
https://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge

IBSU Training Center

საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი