პაპუნა ტოლიაშვილის საჯარო ლექცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში “IBSU Training Center”-ის მიერ ორგანიზებული პაპუნა ტოლიაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის თემა: “ქართულ ორგანიზაციებში გავრცელებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები”.

პაპუნა ტოლიაშვილი – ტრენერი, 100-ზე მეტი სტატიის ავტორი ჟურნალში “სტრატეგია და ორგანიზაცია”. მისი პუბლიკაციები თავმოყრილია 7 წიგნში. ამასთანავე არის მმართველობითი საკონსულტაციო კომპანია “სინერჯი ჯგუფის” დამფუძნებელი, რომელმაც1999 წლიდან დღემდე განახორციელა 300-ზე მეტი პროექტი 10-ზე მეტ განსხვავებულ სფეროში. პაპუნა არის თანაავტორი კურსისა “პრაქტიკული მენეჯმენტი” ლიდერობისა და სტრატეგიული მენეჯმენტის მიმართულებით, აგრეთვე ატარებს სემინარებს ორგანიზაციული დიზაინის შესახებ სხვადასხვა კომპანიის საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერებისათვის.

IBSU Training Center

საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი