შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა

ტრენინგის შესახებ: შრომის უსაფრთხოება და ორგანიზაციაში დასაქმებული პირების ჯანმრთელობის დაცვა ნებისმიერი საწარმოს პრეროგატივა უნდა იყოს. ტრენინგი ემსახურება კომპანიის ხელმძღვანელ პირებისათვის ცნობიერების დონის ამაღლებასა და გაცნობას თუ რა საფრთხეებს შეიცავს ის პროფესია, რომელსაც თითოეული თანამშრომელი ასრულებს. მოხდეს რისკების შეფასება, უბედური შემთხვევების ფაქტორების გამოვლენა და მათი პრევენცია.

ტრენინგის მიზანი: ნებისმიერ საწარმოში ჩამოყალიბდეს პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული პოლიტიკის სისტემური მიდგომა, შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობა. მოხდება რეალური ქეისების განხილვა და მათზე დაყრდნობით პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ტრენინგი განკუთვნილია: საწარმოს ტექნიკური დირექტორებისათვის, იურისტები, ადამიანური რესურსების მენეჯერები, HSE მენეჯერები და სხვა საშუალო დონის წარმომადგენლები.

თემატიკა:

  • ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების პოლიტიკა სამუშაოზე;
  • ჯანმრთელობისა და პროფესიული უსაფრთხოების მართვის პრევენცია;
  • რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე;
  • შემთხვევების პრევენცია და ანგარიშგება
  • დასაქმებულთა მოტივაცია: ლიდერობა და ხელმძღვანელობა;
  • სამუშაოს წარმოების ნებართვები;
  • პერსონალური (ინდივიდუალური) დამცავი საშუალებები;
  • უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სიგნალიზაცია;
  • პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;
  • შიდა საწარმოო საევაკუაციო გეგმა;
  • ერგონომიკა;
  • საშიში ნივთიერებები;
  • სპეციალური სამუშაოები;
  • ხანძარი და აფეთქება;
  • დახურული სივრცე;
  • ინსტრუმენტები, მანქანები და მოწყობილობები;
  • ამძრავი, აწევა და ტვირთის გადატანა;
  • სიმაღლეზე მუშაობა;
  • ელექტროობა;
  • რადიაცია;
  • ადამიანის კუნთოვანი კვანძების დარღვევა და მათი პრევენცია;
  • ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის პრევენცია ადგილებზე და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება;
  • ძალადობა და სექსუალური ზემოქმედება სამუშაო ადგილებზე.

ტრენერიმიხეილ კორძახია

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, შრომის სამართლისა და სამუშაოზე პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 18 სთ.

ტრენინგის ღირებულება: 280 ლარი

ტრენინგის დაწყების თარიღი: 6 ნოემბერი

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 3 ნოემბერი

ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/ხუთშაბათი: 19:00 სთ.

სასწავლო მასალები უფასოა, შედის  სწავლის ღირებულებაში.

კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 50%-იანი ფასდაკლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Staff-ისა და სტუდენტებისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

კურსზე რეგისტრაცია

“IBSU Training Center”

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი – ანა შეყლაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13km, 2,Tbilisi 0131

tel/faqsi: (+995 32) 59 50 05/06 (120)

mob: (+995) 558 000 518

e-mail: training@ibsu.edu.ge

IBSU Training Center

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი