ირმა მიქაძე

ირმა მიქაძე არის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი 10 წლიანი სამუშაო გამოცდილებით როგორც კერძო, ასევე საჯარო სამსახურში. ამჟამად ის არის საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მთავარი მოვალეობაა საჯარო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების მომზადება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. ის პასუხისმგებელია საჯარო სამსახურში შერჩევის, შეფასების, პროფესიული და კარიერული განვითარების მიმართულებით პროცედურების მომზადებაზე, ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და განვითარებაზე.    ის არის პიროვნების ფსიქოლოგიის მაგისტრი.

ირმა 2004 წლიდან კითხულობს ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში და ატარებს ტრენინგებს ადამიანური რესურსების მართვისა და ლიდერობის მიმართულებით.

IBSU Training Center

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი