საერთაშორისო გადაზიდვები & ლოჯისტიკური და საბაჟო ოპერაციები

ტრენინგის შესახებ:

ტრენინგის მიზანს წარმოადგენს სატრანსპორტო გადაზიდვების ძირითადი ელემენტების შესწავლა, რომლის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება ცოდნა იმუშაოს სატრანსპორტო კომპანიებში, განახორციელოს იმპორტ-ექსპორტის ორგანიზება, რაც მოიცავს კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობას; ტარიფების მომზადებას, შეკვეთების განთავსებას, ტრანსპორტის შერჩევას, ტვირთის მონიტორინგსა და საბუთების გაკონტროლებას, აგრეთვე განბაჟებისა და შიდა გადაზიდვის ორგანიზებას.

ტრენინგის თემატიკა: 

  • საერთაშორისო გადაზიდვა;
  • შიდა გადაზიდვა;
  • ტვირთის გადაზიდვა საზღვაო ტრანსპორტით, დოკუმენტაცია;
  • ტვირთის გადაზიდვა სახმელეთო ტრანსპორტით, დოკუმენტაცია;
  • ლოჯისტიკა და ლოჯისტიკური ოპერაციები;
  • საბაჟო და კომერციული საწყობები;
  • ტვირთის ჰანდლინგი;
  • საბაჟო პროცედურები, რეჟიმები, ინკოტერმსები;
  • საბაჟო დეკლარაცია;
  • საბაჟო დოკუმენტაცია;
  • საბაჟო განაკვეთები;
  • საჰაერო გადაზიდვა და დოკუმენტაცია;
  • გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთი, მოცულობითი წონის დაანგარიშება;
  • თვითმფრინავის ტიპები;
  • სახიფათო ტვირთების რეგულაციები;
  • ცოცხალი ცხოველების გადაზიდვის რეგულაციები;
  • სატრანსპორტო კომპანიები და ავიახაზების გაყიდვების აგენტი;
  • ტვირთის ტრანსპორტიების ტარიფების დაანგარიშება: (გასაგზავნი ტვირთი, ჩამოსატანი ტვირთი).

ტრენერი: ირინე მელაშვილი

2009 წ-დან დღემდე “Camara Cargo”-ს დირექტორი; 2008-2009 წწ. “Eurasia Cargo” – კომერციული დირექტორი; 2006-2008 წწ. მენეჯერი “Eurasia Cargo”-ში; 2004-2006 წწ. Chief of Cargo Operations Department LTD Cargo “Lasare”.
სერტიფიცირებული ტრენერი თემა: „სახიფათო ტვირთების გადაზიდვა“;  საერთაშორისო დიპლომი IATA/FIATA

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 320 ლარი (გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი – ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი – ტრენინგის დასრულებამდე)
ტრენინგის დაწყების თარიღი: 28 სექტემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი

ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ხუთშაბათი/პარასკევი: 19:00 სთ.

კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, ყოველი მომდევნო ტრენინგი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით;
  • ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით;
  • ოჯახის წევრებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

კურსზე რეგისტრაცია

“IBSU Training Center”
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13km, 2,Tbilisi 0131
tel: (+995 32) 59 50 05/06 (120)
mob: (+995) 558 000 518
e-mail: training@ibsu.edu.ge
Facebook: httpss://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge

IBSU Training Center

საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი