“IBSU ტრენინგ ცენტრის“ 24-ე გამოცემა

7 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა “IBSU ტრენინგ ცენტრის“ 24-ე გამოცემის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია.

სერთიფიკატები გადაეცა ცენტრის 60-მდე მონაწილეს. მათ გაიარეს ტრენინგი სხვადასხვა მიმართულებებში.

გაცნობებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2011 წლიდან შეიქმნა “IBSU ტრენინგ-ცენტრი”, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ადამიანების პროფესიული გადამზადება, მათი კველიფიკაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება. მოკლევადიანი , ეფექტრუი სასწავლო პროგრამების მეშვეობით ტრენინგის მონაწილეთათვის იხსნება განვითარების ახალი შესაძლებლობები და ახალი პერსპექტივები შრომის ბაზარზე.

ტრენინგ-ცენტრი რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებების თემატიკაზეა ორიენტირებული. ტრენინგები:
ბიზნესის ადმინისტრირება;
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი;
ადამიანური რესურსების მართვა;
სასტუმროსა და საკურორტო მენეჯმენტი;
მარკეტინგი და მომხმარებლის ქცევა;
პროექტის მენეჯმენტი;
გაყიდვების მენეჯმენტი;
ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაციები;
“მაიკროსოფტის” სასერთიფიკატო პროგრამები;
მოლაპარაკებების მართვა და ტექნიკა;
ონლაინ მარკეტინგი და სოციალური მედია;
მენეჯმენტი;
ფინანსური მენეჯმენტი;
დროის მენეჯმენტი.

IBSU Training Center

საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი