კომუნიკაცია სტრატეგიულად თანამედროვე კიბერ-სივრცეში

თუ ვინმე გარწმუნებთ, რომ თქვენი ორგანიზაციის თუ კომპანიიის შესახებ მომხმარებელთა ლოიალობას, სათანადო რეპუტაციასა და იმიჯს მხოლოდ პრესრელიზების გავრცელებითა და „ფეისბუქზე“ თქვენი ონლაინ-მეგობრების გაზიარებებით მოიპოვებთ, მაშინ უნდა გითხრათ, რომ ისინი ცდებიან. არც ფერად-ფერადი  „პიარ-კამპანიებია“ აღარ არის მოქალაქეების (მომხმარებლების) დარწმუნების გარანტია და საფუძველი. ერთი მარტივი მიზეზის გამო – თანამედროვე საინფორმაციო გარემოში დღეს ყველაფერი გლობალურია, ყველაზე დემოკრატიული საკომუნიკაციო სივრცე – ინტერნეტი კი, ყველაზე მოწყვლადი. ამავდროულად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებში კიბერდომეინი დაპირისპირების ახალ სივრცედ დამკვიდრდა. რაც მთავარია, კიბერდამნაშავეების სამიზნედ არამარტო სახელმწიფო უწყებები არამედ, კერძო სექტორიც მოგვევლინა, რამდენადაც მიზანი პოლიტიკური თუ ეკონომიური არასტაბილურობის განცდის დათესვაა მართვადი საკომუნიკაციო სივრცის, სამაუწყებლო არხების თუ სოციალურ ქსელებში დომინირების მეშვეობით. ასევე, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების გზით რაც კიდევ უფრო ართულებს დამარწმუნებელი გზავნილის შემუშავებას და გავრცელებას.

ამდენად, თუ ხართ საჯარო მოხელე და პასუხისმეგებლი ხართ თანამედროვე საინფორმაციო გარემოში თქვენი უწყების კომუნიკაციის სტრატეგიაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენელი, კერძო კომპანიის ხელმძღვანელი ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ან/და აუდიტორიასთან ჯეროვან კომუნიკაციას მაშინ, ეს კურსი თქვენთვისაა.  ეს კურსი არის მათთვის, ვისთვისაც მთავარი გამოწვევა რთული ორგანიზაციული პოლიტიკის, ახალი იდეებისა თუ კომპლექსური რეფორმების შესახებ აუდიტორიის ეფექტიანი ინფორმირება, დარწმუნება და მათი მხარდაჭერის მოპოვებაა.

თქვენ ისწავლით

  • როგორ გავუკმკლავდეთ თანამედროვე კიბერსივრცეში არსებულ გამოწვევებს და რისკებს;
  • როგორ არ გახდეს „ჩვენი“ კიბერსივრცე იარაღი სხვის ხელში;
  • როგორ დავგეგმოთ კომუნიკაცია რთულ საინფორმაციო გარემოში;
  • როგორ იყენებენ კიბერსივრცეს პროპაგანდისტული მიზნებისთვის;
  • როგორ გაართვათ თავი ჩვენი ორგანიზაციის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას;
  • როგორ შეიმუშაოთ “საკომუნიკაციო მიზნები” და დაარწმუნოთ “მენეჯმენტი” მათი განხორცილების აუცილებლობაში;
  • როგორ შექმნათ კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგია;
  • როგორ განასხვავოთ კომუნიკაციის სტრატეგია “პიარის” გეგმისგან;
  • როგორ ავაგოთ “დამარწმუნებელი არგუმენტების” პირამიდა;
  • როგორ შექმნათ “კრიზისის კომუნიკაციის” გეგმა;

ეს კურსი განსხვავებულია:

  • მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ ცოდნას!
  • მიიღებთ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს კიბერსივრცის უსაფრთხოდ მოხმარებისათვის!
  • მიიღებთ ჩვენს კონსულტაციას კურსის დასრულების შემდეგაც!

ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 სთ.
ტრენინგის ღირებულება:  240 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად)
ტრენინგის დაწყების თარიღი: 10 ივლისი;
ტრენინგი ჩატარდება 10,11,12,13 ივლისს 19:00 – 22:00 სთ.

ტრენერების შესახებ

გიორგი მოლოდინი

პოლიტოლოგიის სპეციალისტი, მედია-მენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის მაგისტრი, ააიპ “რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუსის დამფუძნებელი”, საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მომდინარე საფრთხეების შესახებ ანალიტიკური პუბლიკაციების ავტორი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი. ამჟამად, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. განსაკუთრებული ინტერესის სფეროებია: საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები, სტრატეგიული კომუნიკაციები და კრიზისის კომუნიკაცია.

ანდრია გოცირიძე

ანდრო გოცირიძე – თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი 2014-2016 წწ. სხვადასხვა დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროსა და სადაზვერვო სამსახურების, ასევე საბანკო სექტორის უსაფრთხოების ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს რეფორმა (2001-2004) და საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბების კონცეფცია (შსს რეფორმის კონცეფცია – 2004). არის უსაფრთხოების თემაზე სტატიებისა და სხვა პუბლიკაციების ავტორი.

კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  1. ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, ყოველი მომდევნო ტრენინგი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით;
  2. ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწლების შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით;
  3. ოჯახის წევრებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

კურსზე რეგისტრაცია

“IBSU Training Center”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13km, 2,Tbilisi 0131

tel/faqsi: (+995 32) 59 50 05/06 (120)

mob: (+995) 558 000 518

e-mail: training@ibsu.edu.ge

https://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge

IBSU Training Center

საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი