პროგრამა (SPRM) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პროფესია დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. შესაბამისად, ამ სფეროს მცოდნე სპეციალისტებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. ამიტომ ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროთი დაინტერესებულ პირებს, გააცნობიერონ პიარ სამსახურის ფუნქცია, მიზნები, როლი და პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში.

ტრენინგი არის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული. ტრენინგის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა იმისათვის, რომ დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ან დაგეგმონ ცალკეული პიარ აქტივობები.

კურსის წარმატებული სტუდენტები გაივლიან სამთვიან სტაჟირებას პიარ-კომპანიაში.

ტრენინგის თემატიკა:

  • PR-ის არსი და განვითარების ეტაპები; PR მენეჯერის ფუნქცია მოვალეობები; PR-ის სამოქმედო არეალი, ეთიკა და ინსტრუმენტები;
  • PR-ის საკომუნიკაციო არხები: PR და მედიის როლი/ჩართულობა; პრეს-ოფიცერი, პრეს-სპიკერი; მედიის ტიპები და მათი ფუნქციური პრიორიტეტულობა; მედიაგეგმა და პრესრელიზი;
  • პაბლისიტი, იმიჯი და რეპუტაცია; ქველმოქმედება და სპონსორობა; სოციალური პასუხისმგებლობა, საზოგადოებრივი აღქმადობის კვლევა და კონტროლი;
  • PR საკომუნიკაციო არხები; PR და რეკლამა; რეკლამის დაგეგმვა და მისი ეფექტიანობის გაზომვა; საზოგადოებრივი აზრის უკუგდება;
  • PR და სოციოლოგიური კვლევები, სამიზნე ჯგუფები;  ინტერესის და კონკურენციის პრომოცია; როგორ გავხადოთ PR პროდუქტი მოთხოვნადი შემოვლითი გზით; საზოგადოებრივი ინიციატივის პრომოცია;
  • PR და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები; PR-სა და მარკეტინგის კვეთა და პოზიციონირება; მარკეტინგული მიქსი; სამიზნე ბაზრები; პროდუქციის ბაზარზე შეტანა და საზოადოებრივი აზრის შექმნა;
  • ივენთის არსი და სახეობები; სპეც-ივენთების ტიპები; ივენთ მენეჯმენტი; პროტოკოლის როლი ივენთში, მისი დაგეგმვა და ბიუჯეტირება; PR    კამპანიის რაობა და განხორციელება;
  • PR სამსახურის მნიშვნელობა/დანიშნულება და მიზანი; იმიჯმეიკერები, სარეკლამო და PR სააგენტოები; PR ოფიცერი და სპიკერატი;
  • PR და ბრენდინგი; ბრენდბუქი, როგორც შიდა და საჯარო აქტივობის ეტიკეტი; ბრენდები ერთი ქოლგის ქვეშ; რებრენდინგი;
  • რას გულისხმობს შიდა და კორპორატიული PR?! მისი მნიშვნელობა ორგანიზაციის განვითარებასა და გარე აქტივობებში; შიდა PR-ის სისტემა; კომპანიის სხვა სამსახურებთან კვეთა და პასუხისმგებლობა; კორპორატიული კულტურა;
  • კრიზისების მართვა და ანტიკრიზისული გეგმა; კრიზისი და მედია; PR გარანტიები და რისკები;
  • წარმატებული და წარუმატებელი PR კამპანიის მსოფლიო მაგალითები.

ტრენერი:

სალომე მახარაძე,  PR-კომპანია „UP’’ -ის დამფუძნებელი და დირექტორი. აქვს პიარ სამსახურების ხელმძღვანელობის 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სხვა და სხვა პერიოდში, 7 წლის განმავლობაში იყო იუსტიციის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტების ხელმძღვანელი. არის ჟურნალისტთა პროფესიული გადამზადების პოექტის  „კონფლიქტების გაშუქების სკოლა“ – თანაავტორი და ხელმძღვანელი, ასევე აქვს  ტელე-ჟურნალისტად მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება.

კურსების გავლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.

ტრენინგის ღირებულება: 320 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი – ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი – ტრენინგის დასრულებამდე)

ტრენინგის დაწყების თარიღია: 13 ნოემბერი

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 10 ნოემბერი

ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბთი/პარასკევი: 19:00 – 22:00 სთ.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 50%-იანი ფასდაკლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Staff-ისა და სტუდენტებისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

კურსზე რეგისტრაცია

“IBSU Training Center”

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი – ანა შეყლაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, 2, თბილისი 0131
ტელ/ფაქსი: (+995 32) 59 50 05/06 (120)
მობ: (+995) 558 000 518
ელ-ფოსტა: training@ibsu.edu.ge
Facebook: httpss://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge

IBSU Training Center

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი