სასერტიფიკატო პროგრამა (SMM) მარკეტინგის მენეჯმენტი

ტრენინგის მიზანია მსმენელს აუხსნას მარკეტინგის ზოგადი არსი, მისი ფუნქცია ბიზნესში, აგრეთვე მარკეტინგის როლი სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მსმენელები გაეცნობიან მარკეტიგული ქვედისციპლინების მნიშვნელობასა და საქართველოს ეკონომიკის რეალობასთან მისადაგებული სხვადასხვა მარკეტინგული ტაქტიკის შედარებით ანალიზს.

ტრენინგის მეორე ნაწილი მოიცავს მარკეტინგული კვლევების ჩატარების აუცილებლობას თითოეული კომპანიის წინსვლისათვის. კვლევის სახეების, სამიზნე ჯგუფების შერჩევას, აგრეთვე კვლევის ბიუჯეტირებისა და ანგარიშის წარდგენას.

ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესის სფეროში მოღვაწე დაინტერესებული პირებისათვის, რომელთაც აქვთ  ურთიერთობა მომხმარებელთან, აინტერესებთ ბაზრის მოპოვებაზე ორიენტირებული სტრატეგიული დაგეგმარება. ან უბრალოდ ზრუნავენ კლიენტების კმაყოფილების ხარისხსა და შენარჩუნებაზე.

ტრენინგის თემატიკა:

  • მარკეტინგი და მარკეტინგული პროცესების განსაზღვრა; მარკეტინგული გარემო;
  • სამომხმარებლო გარემო და მისი გავლენა კლიენტის კმაყოფილებასა და შენარჩუნების ხარისხზე;
  • ბაზრის მოპოვებაზე ორიენტირებული სტრატეგიული დაგეგმარება და ფასწარმოქმნა;
  • მარკეტინგული მიქსის ჩამოყალიბება;
  • ახალი პროდუქტის შექმნა, განვითარება და მისი სასიცოცხლო ციკლი;
  • რეკლამა; საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • გაყიდვების მხარდაჭერა და მარკეტინგული კომუნიკაციის არხები;
  • ბრენდინგი;
  • კვლევების მიზნისა და ამოცანების განსაზღვრა;
  • სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და მონაცემთა მოგროვების ინსტრუმენტები;
  • კვლევის სახეები, მისი დაგეგმვის ეტაპები და შერჩევის მეთოდების განსაზღვრა;
  • კვლევის ბიუჯეტირება და ანგარიშის წარდგენა.

ტრენერი: თამარ საყვარელიძე

10 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული კომუნიკაციის შემუშავება-განხორციელებისა და დანერგვის კუთხით კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებში. აქვს მედიასთან ურთიერთობისა და საზოგადოებრივი განვითარების სტრატეგიის დასახვის გამოცდილება. 2010 წლიდან დღემდე არის ACT Research-ის კონსულტანტი; 2007-200 წლებში GIPA-ს ლექტორი PR and Media Relations; 2013 წლიდან დღემდე ილიაუნის პროფესორი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის ტრენერი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ.

ტრენინგის ღირებულება: 320 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად).

ტრენინგის დაწყების თარიღი: 7 ნოემბერი

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 6 ნოემბერი

ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ხუთშაბათი: 19:00

სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 50%-იანი ფასდაკლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Staff-ისა და სტუდენტებისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

კურსზე რეგისტრაცია

“IBSU Training Center”

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი – ანა შეყლაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13km, 2,Tbilisi 0131
tel/faqsi: (+995 32) 59 50 05/06 (120)
mob: (+995) 558 000 518
e-mail: training@ibsu.edu.ge
Facebook: httpss://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge

IBSU Training Center

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი