სასერტიფიკატო პროგრამა (SHRM) ადამიანური რესურსების მართვა

ვინ არის HR მენეჯერი და რა არის მისი ფუნქცია?

მსხვილ თუ პატარა ბიზნეს კომპანიების, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის წარმატებულ მუშაობას მეტწილად განაპირობებს ორგანიზაციის შიგნით ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა. HR მენეჯერის ფუნქციას წარმოადგენს ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება, სამუშაოს ანალიზი, პერსონალის ფორმირებისა და მართვის პროცესი.

ვისთვის არის ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი კომერციული, არასამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული თუ დასაქმების მსურველ პირთათვის, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი შეხება აქვთ ადამიანური რესურსების მართვის სისტემასთან. კურსი ეფექტურ მართვაში დაეხმარება როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მენეჯერებს.

რას ვისწავლით?

კურსის ფარგლებში, შესწავლა ხდება ყველა იმ სიახლეების და მსოფლიოში არსებული ტენდენციებს გათვალისწინებით, რაც არის პერსონალის მართვის მიმართულებით.
მსმენელები გაეცნობიან ყველა იმ ინოვაციურ მოდელს და მეთოდიკას, რომელიც საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის თითოეული ფუნქციის პრაქტიკაში წარმატებით განსახორციელებლად. კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ მართოთ ნებისმიერი კომპანიის თუ ორგანიზაციის პერსონალი ეფექტურად.

კურსის გავლის შემდეგ, განვლილი საკითხების მიხედვით მომზადებული პრეზენტაციის საფუძველზე თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო საუკეთესო შედების მქონე სტუდენტები სარეკომენდაციო წერილს.

ტრენინგის თემატიკა:

  • ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი მიმოხილვა და ფუნქციები;
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და ორგანიზაციული განვითარება;
  • სამუშაოს ანალიზი;
  • პერსონალის მოზიდვა და შერჩევა;
  • ახალი თანამშრომლის სოციალიზაცია;
  • მოტივაციის სისტემები;
  • შესრულებული სამუშაოს შეფასება, შეფასების მეთოდები;
  • პროფესიული განვითარება
  • შრომის სამართალი: შრომის კოდექსი და კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.

ტრენერი: ირმა მიქაძე

ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილებით როგორც კერძო, ასევე საჯარო სამსახურში. ამჟამად  არის საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მთავარი მოვალეობაა საჯარო სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების მომზადება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. ის პასუხისმგებელია საჯარო სამსახურში შერჩევის, შეფასების, პროფესიული და კარიერული განვითარების მიმართულებით პროცედურების მომზადებაზე, ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და განვითარებაზე.

ირმა 2004 წლიდან კითხულობს ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში და ატარებს ტრენინგებს ადამიანური რესურსების მართვისა და ლიდერობის მიმართულებით.

  • ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 სთ.
  • ტრენინგის ღირებულება: 320 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი – ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი – ტრენინგის დასრულებამდე).
  • ტრენინგის დაწყების თარიღი: 10 ნოემბერი
  • განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 6 ნოემბერი

ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათი/პარასკევი: 19:00-22:00
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 50%-იანი ფასდაკლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Staff-ისა და სტუდენტებისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

კურსზე რეგისტრაცია

“IBSU Training Center”

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი – ანა შეყლაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13km, 2,Tbilisi 0131
tel/faqsi: (+995 32) 59 50 05/06 (120)
mob: (+995) 558 000 518
e-mail: training@ibsu.edu.ge
Facebook: httpss://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge

IBSU Training Center

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი