სასერტიფიკატო პროგრამა (SFM) ფინანსური მენეჯმენტი

ტრენინგის შესახებ:

ფინანსური მენეჯმენტი ფინანსების მართვას გულისხმობს, რომელიც კორპორატიული გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ტრენინგი მიზნად ისახავს იმ პროცესების შესწავლას, რომელიც შედგება ისეთი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული ფუნქციებისაგან, როგორიცაა: ფინანსების დაგეგმვა/შეფასება, რესურსების ოპტიმიზაცია და საფინანსო კონტროლი, რაც თავის მხრივ ორიენტირებულია კომპანიის მფლობელის ქონების მაქსიმიზაციისათვის.
აღნიშნული ტრენინგი უზრუნველყოფს ფინანსური გარემოს შეფასებას, რომელშიც კომპანია შეიძლება ოპერირებდეს, აგრეთვე ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ფინანსური შეფასების ხელსაწყოების წარდგენასა და კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზს.

ტრენინგის თემატიკა:

• ფინანსური აღრიცხვის ძირითადი პრინციპები და ფინანსური უწყისები; საბალანსო უწყისის კომპონენტები, ორმაგი გატარება;
• საბალანსო უწყისის ფორმულა და მოგება-ზარალის უწყისთან არსებული კავშირი;
• მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა;
• ცვეთა და ცვეთის ცხრილი, მეთოდები;
• მოკლე და გრძელვადიანი ვალდებულებები და სესხის ამორტიზაცია;
• გადავადებული საგადახდო აქტივებისა და ვალდებულებების წარმოშობის მიზეზის დადგენა და ანალიზი;
• ფულის მოძრაობის კონტროლის სისტემები, უწყისი და მისი მომზადება;
• საინვესტიციო და საფინანსო ფულის მოძრაობა; საოპერაციო ფულის მოძრაობის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით აღრიცხვა; ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი;
• ფირმისა და კაპიტალის მფლობელისათვის დარჩენილი თავისუფალი ფულადი სახსრების გამოთვლა;
• კომპანიის ფინანსური კოეფიციენტის ანალიზი;
• ფულის დროში ღირებულების კონცეფცია და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
• ფინანსური ინსტრუმენტები და სესხები;
• პროცენტის მრავალჯერადი დარიცხვა, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ფინანსური ცხრილების გამოყენება;
• ფინანსური მოდელის არსი, პრინციპები და სტრატეგია;
• ფინანსური მოდელის შედგენა და გამოყენების საფუძვლები;
• კომპანიის ღირებულებას, რისკსა და უკუგაგებას შორის არსებული კავშირის განხილვა;
• კაპიტალის ბიუჯეტირების ტექნიკა;

ტრენერი: ნათია ხელაია

ფინანსურ სფეროში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. ფინანსურ მენეჯერად მუშაობის 9 წლიანი სტაჟი საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია „ჯი არ დი სი“-ში. 2014-2015 წწ – სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალის“ ფინანსური მენეჯერი. იარპი სისტემის დანერგვის ტრენერად მუშაობის გამოცდილება. ამჟამად არის “იმერეთი გრინერის” ფინანური დირექტორი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 380 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად, პირველი ნაწილი – ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი – ტრენინგის დასრულებამდე).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 20 ნოემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 17 ნოემბერი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00

სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
კურსის გავლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს – ქართულ და ინგლისურ ენაზე.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 50%-იანი ფასდაკლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Staff-ისა და სტუდენტებისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.

კურსზე რეგისტრაცია

“IBSU Training Center”

სასერტიფიკატო პროგრამების მენეჯერი – ანა შეყლაშვილი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13km, N=2,Tbilisi 0131
Tel/faqsi: (+995 32) 59 50 05/06 (120)
Mob: (+995) 558 000 518
Email: training@ibsu.edu.ge
Facebook: httpss://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge

IBSU Training Center

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი