IBSU-ს ტრენინგ ცენტრი

ჩვენ შესახებ

2011 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაარსდა “IBSU Training Center”-ი. ცენტრის მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტებსა თუ კერძო სექტორში დასაქმებული კადრების პროფესიული უნარების გაუმჯობესება, რაც ზრდის მათ კვალიფიკაციასა და კონკურენტუნარიანობას, ეს კი თავის მხრივ გააუმჯობესებს მართვის ხარისხს, ბიზნეს, სახელმწიფო თუ სამოქალაქო სექტორში.

ტრენინგები გამიზნულია პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე. ამიტომ, ტრენინგის უმეტესი ნაწილი ეთმობა სხვა და სხვა „ქეისების“განხილვასა და ანალიზს, პროექტების მომზადებას განვლილი მასალის მიხედვით და მის პრეზენტირებას. შედეგად თითოეული მონაწილე თეორიულ მასალასთან ერთად ავითარებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს მის მიერ არჩეული თემის გარშემო.

„IBSU Training Center“-ის ტრენერები არიან პრაქტიკოსები, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება სხვა და სხვა წამყვანი კომპანიების ტოპ-მენჯემნტსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ტრენერები

„IBSU Training Center“-ის კლიენტები არიან, როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციები, რომელთაც სურთ თავიანთი თანამშრომლების პროფესიონალიზმის ამაღლება. ტრენინგ-ცენტრში ტრენინგები იგეგმება, როგორც ინდივიდუალურ პირთათვის, ასევე ბიზნეს კომპანიების და სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, მათი მოთხოვნების, საჭიროებებისა და ამოცანების შესაბამისად.

ჩვენი ტრენინგები უკვე 1800-ზე მეტ ადამიანს აქვს გავლილი.

ტრენინგების ჩამონათვალში :

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტი
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • მარკეტინგის მენეჯმენტი
  • პროექტის მენეჯმენტი
  • ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაციები
  • ფინანსური მენეჯმენტი
  • ბუღალტრული აღრიცხვა
  • ლოჯისტიკა და საერთაშორისო გადაზიდვები
  • გაყიდვების მენეჯმენტი
  • მოლაპარაკებების მართვა და ტექნიკა
  • დროის მენეჯმენტი

★★★ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსები:

★ თქვენ მიიღებთ “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი”-ს პრესტიჟულ სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე. სერთიფიკატი დადებითად იმოქმედებს თქვენი კარიერის განვითარებაზე;

★ მოხერხებული განრიგი, თქვენ ხელი არ შეგეშლებათ ძირითად საქმიანობაში;

★ სწავლის საფასური: ფასდაკლებების სისტემა, გადახდების მოხერხებული პირობები – გათვლილია ნებისმიერ მსურველზე;

★ საქართველოში საუკეთესო ტრენერები, ექსპერტები, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები გაგიზიარებენ თავიანთ ცოდნას და გმოცდილებას;

★ შეიძენთ ახალ მეგობრებს და საქმიან პარტნიორებს.

IBSU Training Center

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი