რეკრუტინგის სისტემა

კვალიფიციური, პოზიციებთან შესაბამისი კადრების მოძიება კადრების მენეჯერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.  ეს ამოცანა ხშირად სპონტანურად და საჭიროების დადგომისას იჭრება, რაც მის ხარისხს და დროში ეფექტიანობას ძალიან ამცირებს. თუ კომპანიას აქვს ძალიან ცხადი და ჩამოყალიბებული რეკრუტინგის სისტემა, ის გაცილებით უკეთეს კადრებს მოიძიებს ნაკლები რესურსების ხარჯვით.

რა არის რეკრუტინგის სისტემის ძირითადი შემადგენელი ნაწილები?

  1. მახასიათებლები – ყველა პოზიციისათვის – მოთხოვნები ძალიან სრულყოფილად და დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, როგორც სამუშაო გამოცდილებასთან მიმართებაში, ასევე უნარებთან და პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებით. ეს აუცილებელია კადრების მენეჯერმა პოზიციის უშუალო ხელმძღვანელთან ერთად გაიაროს და ერთობლივად ჩამოაყალიბონ კრიტერიუმები.
  2. კადრების მოძიების არხები – ძალიან ბევრი გაცილებით ეფექტური არხი არსებობს კადრების მოძიებისათვის, ვიდრე ვაკანსიების საიტებზე განცხადებაა. მაგალითად, დამწყები პოზიციებისათვის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, ყველაზე კარგი შედეგების მქონე სტუდენტებთან დაკავშირებისათვის, კონტაქტების განვითარება და რეკომენდაციების მოგროვება თანამშრომლებისგან, და ა.შ..
  3. შერჩევის ეტაპები – რა თანმიმდევრობით უნდა მოხდეს მოძიებული კანდიდატების გადარჩევა – მნიშვნელოვანია ამოცანების, დავალებების განსაზღვრა, ინტერვიუების კითხვარების შედგენა, რათა მაქსიმალურად ზუსტად შეფასდეს თანამშრომლები.
  4. გადაწყვეტილების მიღების ფორმატი – ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასურველია ეს მსჯელობის საფუძველზე მოხდეს, კომპანიის რამდენიმე თანამშრომელმა უნდა შეაფასოს კანდიდატი და შეთანხმდნენ არჩევანზე. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მნიშვნელობა გუნდის წევრების მოსაზრებას უნდა მიენიჭოს,  ვინაიდან მათთვის კომფორტული უნდა იყოს ახალ კადრთან თანამშრომლობა.სისტემის გამართულობის შემთხვევაში ახალი კადრის დამატება აღარ წარმოადგენს პრობლემას და გაცილებით ორგანიზებულად მიმდინარეობს მთელი პროცესი. მსგავსი სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ორგანიზაციებში, სადაც მუდმივად ხდება თანამშრომლების დამატება ან ჩანაცვლება.

www.insight.ge

IBSU Training Center

საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი