გუნდები თანამედროვე ბიზნესში

თანამედროვე გამოწვევებით აღსავსე ბიზნეს სამყაროში ყველა ორგანიზაცია აცნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის პრინციპი, თუმცა ძალიან ცოტა თუ ახერხებს ეფექტური გუნდების ჩამოყალიბებას. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვეულებრივი ჯგუფი იქცეს წარმატებულ გუნდად.

გუნდების ეფექტიანად მუშაობისთვის აუცილებელია მათი დაკომპლექტება მოხდეს სწორად და შესაფერისი ადამიანებით. ამისთვის, უნდა გავითვალისწინოთ თითოეული პოტენციური წევრის უნარები და შესაძლებლობები, რაც მოცემული სამუშაოსთვის არის საჭირო.

ეფექტური გუნდური მუშაობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია კომპანია მაკკინზი, სადაც ნებისმიერი მნიშვნელობის საკითხი წყდება გუნდის მიერ. გუნდების დაკომპლექტება კი ხდება ადამიანთა ანალიტიკური და მენეჯერული უნარებიდან გამომდინარე, მათთან გასაუბრების საფუძველზე.

მაკკინზიში არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია გუნდის ეფექტური ფუნქციონირებისათვის:

  1. გუნდის წევრები უნდა გრძნობდნენ, რომ ქმნიან ღირებულებას. უნდა იცოდნენ თუ რა რატომ ხდება, რომ მათი საქმიანობა მნიშვნელოვანია გუნდისა და კლიენტისთვის.
  2. გუნდი უნდა მიჰყვებოდეს არჩეულ კურსს. გუნდს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტები და იცოდეს საით მიდის. ნებისმიერი ცვლილება უნდა შეთანხმდეს გუნდის წევრებთან.
  3. აუცილებელია ურთიერთპატივისცემა. გუნდის წევრების პატივისცემა გულისხმობს მათი ცხოვრებისეული პრიორიტეტებისა და ღირებულებების გათვალისწინებას.
  4. უნდა იცნობდეთ გუნდის წევრებს, როგორც ადამიანებს. ეს გულისხმობს, რომ იცოდეთ მათი ოჯახური მდგომარეობა, ჰობი, ინტერესები. ასევე, უამბოთ მათ თქვენს ინტერესებზე, რათა აღგიქვან გუნდის ნაწილად.
  5. უნდა შეინარჩუნოთ გუნდის ტემპერატურა. უნდა ისაუბროთ გუნდის წევრებთან და დარწმუნდეთ, რომ ბედნიერები არიან იმით, რასაც აკეთებენ და თუ არ არიან, სწრაფი რეაგირებაა საჭირო ხელმძღვანელობის მხრიდან.

მაკკინზის მაგალითზე, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას სწორად დაკომპლექტებული და ეფექტურად მართული გუნდების მეშვეობით.

strategy.ge

IBSU Training Center

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IBSU Training Center-ის სპიკერები

იხილეთ მეტი